ეკა ბესელია: გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს კითხვებზე პასუხები სჭირდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სასჯელაღსრულების N6 საპატიმროში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც ბესელია აცხადებს, ჯინო ფირცხელიანის ოჯახს კითხვებზე პასუხები სჭირდება.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. ვფიქრობ, რომ ასეთ ფაქტებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რომ ვნახოთ რამ გამოიწვია ეს სამწუხარო შედეგი. ვესაუბრე სასჯელაღსრულების სამინისტროს, მიმდინარეობს გამოძიება. ოჯახს კითხვებზე პასუხები სჭირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოვიძიოთ და ასევე იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები არ ხდებოდეს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ჯინო ფირცხელიანი რუსთავის N6 საპყრობილეს საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის აძღრული. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები