ანრი ოხანაშვილი: გვექნება შეხვედრა და კონსულტაციები ჯერ გუნდში, შემდეგ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა დავაახლოოთ პოზიციები და ავირჩიოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები

„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გვექნება შესაძლებლობა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოვუსმინოთ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, კენჭისყრის პროცედურები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ჩატარდება.

“დღეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან საკომიტეტო მოსმენის ბოლო დღე და დღეს მოგვიწევს, რომ დავასრულოთ მოსმენები, ხოლო ამის შემდგომ ჩვენ გვექნება შეხვედრა და კონსულტაციები ჯერ გუნდში და შემდეგ, პოლიტიკურ ჯგუფებთან იმისთვის, რომ შევძლოთ და დავაახლოოთ პოზიციები, რადგან ყველამ ერთად მოვაგროვოთ 90 ხმა და ავირჩიოთ შესაბამისი წევრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაისვას ყველა ის შეკითხვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას მივიღოთ პასუხები და ამით შევიქმნათ სრული წარმოდგენა თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით. ვგეგმავთ, რომ ამ კვირაში ჩავატაროთ ასევე კენჭისყრები”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის 8 კანდიდატს მოუსმენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები