მამუკა მდინარაძე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათ მხარი დაუჭირეს მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს აგვისტოს ომი და რომ ომის დანაშაული შეიძლებოდა, ყოფილიყო ჩადენილი საქართველოს მხრიდან, რაც გამოძიებას საჭიროებდა

ჩვენ რომ ჰააგაში ეს ბროლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცები და ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა, ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩვენი სამართლებრივი სწორი პოზიციით და არა იმით, რაც მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ, „ქართულმა ოცნებამ, რომელიც ხელისუფლებაშია, ყველაფერი გააკეთა, რათა მათი ეს სიგიჟე და ღალატი, პირდაპირ დავარქვათ, აღმოფხვრილიყო, გასწორებულიყო, პირი მოეწმინდა მათთვის, ვინც ამას მხარი დაუჭირა, რადგან ჰააგის სასამართლოსა და პროკურორს არ აინტერესებს, მაგალითად, ომი ვინ დაიწყო? ვინ გააგრძელა? ვინ დაასრულა? ეს საკითხები აქ არ განიხილება, არამედ განიხილება, ვინმემ ხომ არ ჩაიდინა ომის დანაშაული.

ჩვენთვის მთავარი იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ქართული სახელი და გვარი აქ არ დაფიქსირებულიყო. ეს მოვახერხეთ და სამართლებრივი ეს ბრძოლა მოვიგეთ. ახლა პანიკური, აჟიტირებული პიარ-კამპანიაა მათი მხრიდან – ხომ ვამბობდით?! ისინი საპირისპიროს ამბობდნენ და რასაც ამბობდნენ, დოკუმენტებში წერია. მათ მხარი დაუჭირეს მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და შესაძლებლობის დაშვებას, რომ მათ შორის, ომის დანაშაული შეიძლებოდა ყოფილიყო ჩადენილი საქართველოს მხრიდან, რაც გამოძიებას საჭიროებდა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები