ბექა ფერაძე აშშ-ს დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე აშშ-ს დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სასამართლო პრაქტიკა, მიმდინარე გამოწვევები შრომით ურთიერთობებში და სამომავლო გეგმები განიხილეს.

“საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ნიუ-იორკში  შრომის თემატიკაზე მომუშავე დასაქმებულთა გაერთიანებებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ნიუ-იორკში კომუნიკაციების მუშაკთა ამერიკული პროფკავშირის, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის პროფკავშირების ადგილობრივი ოფისის, შრომისა და ურბანული კვლევების CUNY-ის სკოლისა და კორნელის უნივერსიტეტის ინდუსტრიული და შრომითი ურთიერთობების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

მხარეებმა განიხილეს დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სასამართლო პრაქტიკა, მიმდინარე გამოწვევები შრომით ურთიერთობებში და სამომავლო გეგმები.

შეხვედრები ორგანიზებულ იქნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნიუ-იორკის პროგრამის ფილიალის მიერ.

ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის – შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით,  საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები