დავით ნარმანია – წყალქვეშა კაბელის პროექტზე: საკმაოდ სერიოზული შემოსავლების გენერირებას გამოიწვევს

“საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს, რამდენიმე ასეთ წყალქვეშა კაბელს, რომლითაც ენერგიის ურთიერთგაცვლა ხდება”, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საკმაოდ სერიოზული შემოსავლების გენერირებას გამოიწვევს.

„საქართველოს და ზოგადად, ჩვენს რეგიონს დააკავშირებს პირდაპირ ევროპასთან. აქამდე ჩვენ ასეთი შესაძლებლობა არ გვქონია. საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს, რამდენიმე ასეთ წყალქვეშა კაბელს, რომლითაც ენერგიის ურთიერთგაცვლა ხდება. ამდენად, ჩვენთან წარმოებული ენერგიის ევროპაში გატანასთან ისევე, როგორც ჩვენს მეზობლებში წარმოებული ენერგიის საქართველოში ტრანზიტით ევროპაში გატანასთან დაკავშირებით, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც არა მხოლოდ პირდაპირი კავშირი იქნება, არამედ საკმაოდ სერიოზული შემოსავლების გენერირებას გამოიწვევს“, – განაცხადა ნარმანიამ.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები