მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ უკვე შეგვიძლია პრაქტიკული პროექტების განხორციელება, რითაც საქართველო შეძლებს ევროკავშირთან იყოს დაკავშირებული, სარგებელი მიიღოს და წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში

“გაფორმებული დოკუმენტით საქართველომ ის ადგილი საბოლოოდ დაიკავა, რა ადგილიც მას აქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა 4 ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე შესაძლებელია პრაქტიკული პროექტების განხორციელება, რითაც საქართველო შეძლებს ევროკავშირთან იყოს დაკავშირებული, სარგებელი მიიღოს და წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

„ასევე, ის პრიორიტეტი რაც გააჩნია ქვეყანას გეოგრაფიული მდებარეობით, რომ შეასრულოს ტრანზიტის როლი და იყოს ჰაბი ევროკავშირისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, რეალურად იქნა გაფორმებული. ჩვენ უკვე შეგვიძლია პრაქტიკული პროექტების განხორციელება, რითაც საქართველო შეძლებს ევროკავშირთან იყოს დაკავშირებული. ერთის მხრივ სარგებელი მიიღოს ამ პროექტებისგან და მეორეს მხრივ წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები