ბექა ოდიშარია: მაშინ, როცა სააკაშვილი სასჯელს იხდის ლუქს პალატაში, მიირთმევს რასაც მიუტანენ, რატომ უნდა იშიმშილონ ამ ადამიანებმა ვერ ვხვდები

მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე დეპუტატის მიერ დაწყებულ შიმშილობას გამოეხმაურა.

“ვწუხვარ, რომ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს უწევთ გარკვეული შიდაპარტიული წნეხების გამო შიმშილობა, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მაშინ როდესაც, პაციენტი პატიმარი სააკაშვილი “ვივამედში” სასჯელს იხდის ლუქს პალატაში, მიირთმევს, რასაც მიუტანენ ოჯახის წევრები, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ და რა არის ამის მიზეზი, ვერ ვხვდები”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, თემურ ჯანაშიას ინფორმაციით, აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა დღეს შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები