გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ხდება ახალი რეგიონალური გლობალური პროექტის და დიდი პერსპექტივის ნაწილი
“საქართველო ხდება ახალი რეგიონალური გლობალური პროექტის და დიდი პერსპექტივის ნაწილი.
შავ ზღვაზე გამავალი წყალქვეშა ელექტრო კაბელი, როგორც ახალი მოცემულობა, რაც უახლოეს წლებში ჩვენ ელექტროენერგიის გამტარ ჰაბად გვაქცევს. ეს პროექტი არის ფაქტობრივად ტრასეკას- ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის გაგრძელება, განახლებად ენერგიაზე ევროკავშირის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა, უბრალოდ ვერ შეიქმნებოდა მსოფლიო პოლიტიკის ახალი დღის წესრიგის და აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე.
“ბუნებრივია, ეს პროექტი რომელიც აკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას, იძენს ახალ გეოპოლიტიკურ დატვირთვასაც, არა მხოლოდ ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით.
მიმაჩნია, რომ ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა, უბრალოდ ვერ შეიქმნებოდა მსოფლიო პოლიტიკის ახალი დღის წესრიგის და აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, დღევანდელ შეცვლილ მოცემულობაში ევროპას როგორც არ უნდა სჭირდებოდეს საქართველო, რაც რუსეთის ბოლო იმპერიის უკრაინაში ინტერვენციას უკავშირდება. ამ გადმოსახედიდან ისიც მოჩანს, რომ ტრამპი იყო სრული გაუგებრობა გლობალურ პოლიტიკაში, ცოტა იდიოტიც, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილებაც, რომ ბუხარესტში საქართველოს პრემიერის ბოლო ვიზიტი და იქ ევროკომისარ ქალბატონ ფონ ლაიენის პოლიტიკური მხარდაჭერა ბევრ რამეზე მეტყველებს.
ჩვენ ვხდებით ახალი გლობალური უსაფრთხოების ნაწილიც, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ახალ ფორმატში, რადგან დღეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში ბელარუსიც გასულია ამ სივრციდან, სომხეთიც და უკრაინაც, რომელიც ახალ, ტრანსატლანტურ გეოპოლიტიკურ ღერძზეა მიერთებული.
ამასთან, სწორედ ამ ღერძზე მოხდება ყველა ახალი გეოპოლიტიკური გადათამაშების გადაწყობა, გნებავთ აქ ვერ გაგებული ლიბერალური დღის წესრიგით, მათ შორის ბუქარესტის ახალი ინიციატივისაც, იგივე უნგრეთის პრეზიდენტი რატომღაც პროპუტინისტი რომ ჰგონიათ, და ეს გლობალური პროექტიც “ქართული ოცნების” აქტივში უნდა ჩაითვალოს, ქართული ოპოზიციის თუ ექსპერტთა ნაწილის დროსთან და პოლიტიკურ ცვლილებებთან აშკარა აცდენის მიუხედავად, თუ რა გაკეთდა ამ ათწლეულში რომ ვერ გაუგიათ!
ასე უტრირებული ჩვენი ომში ჩართვაც სწორედ რუსული ინტერესი იყო და არა დასავლეთის, რადგან ომისვე ალტერნატივა გადის ალტერნატიულ გლობალურ პროექტებზე, ესეც ზოგიერთი გავლენის აგენტის თუ გეოპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების ვერცნობილთა გასაგონად!”,- წერს ცუცქირიძე.