მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე: მართლაც არ შემხვედრია ევროკავშირის მასშტაბით არავინ, ვინც ამ გადაწყვეტილებას “შეცდომას” არ უწოდებდა

მართლაც არ შემხვედრია ევროკავშირის მასშტაბით არავინ, ვინც ამ გადაწყვეტილებას შეცდომას არ უწოდებდა და არ თვლის, რომ საქართველო არ იმსახურებდა ასეთ დიფერენციაციას და საქართველო ნამდვილად იმსახურებდა იმას, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ყოფილიყო ისეთივე დონეზე ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაში, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„საქართველომ სერიოზულად მიიღო ევროკავშირის რეკომენდაციები. ივნისიდან მოყოლებული, პარლამენტში აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამას ხედავს ევროკავშირის მხარეც. ეს მუშაობა გრძელდება. მომავალ წელს შეფასდება თუ რა გააკეთა საქართველომ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სხვაობა ამოვსებული იქნება და შემდგომ ეტაპზე გადავალთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები