მაკა ბოჭორიშვილი: უმნიშვნელოვანესი რაღაც მოხდა დღეს ბუქარესტში – ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც რეალურად, საქართველოს ადგილს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით, განსაზღვრავს ისე, რომ კითხვის ნიშნებიც აღარ რჩება

უმნიშვნელოვანესი რაღაც მოხდა დღეს ბუქარესტში – ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც რეალურად საქართველოს ადგილს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით, განსაზღვრავს ისე, რომ კითხვის ნიშნებიც აღარ რჩება, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ ევროპული უსაფრთხოების საქმეში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს ვხედავთ, რომ ენერგეტიკა არის ის საკითხი, რომელი უდიდეს ადგილს იკავებს მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში და ერთ-ერთი წამყვანი თემაა, რაც ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის ჩვენი ევროპელი კოლეგების მთავარი საზრუნავია და სწორედ აქ, ჩნდება საქართველოს ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს. გეოგრაფია რომ არ არის გამოწვევა და არის პირიქით, პრიორიტეტი, დღეს უკვე ცხადია. მე ვფიქრობ, ამას ევროპაში ბევრი აცნობიერებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები