შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის პარტნიორობა მთელი რეგიონის ევროპული მომავლისთვის სტრატეგიული ინვესტიცია იქნება

საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს, როგორც ვაჭრობისა და კავშირის ჰაბი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში“ წერს, რითაც ეხმაურება შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ოთხი ქვეყნის მიერ გაფორმებულ დოკუმენტს.

„ევროკავშირი – სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის პარტნიორობა და მისი ფლაგმანი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, იქნება სტრატეგიული ინვესტიცია მთელი რეგიონის მწვანე, მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები