ომბუდსმენის ასარჩევად პარლამენტში კონსულტაციები მომდევნო კვირაში გაგრძელდება

სახალხო დამცველის ასარჩევად  პარლამენტში კონსულტაციები გაგრძელდება. მესამე შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება, სადაც უნდა გადაწყდეს რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი და ოპოზიცია.

ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსენსუსის გარეშე, პროცესი ვერ შედგება. პარლამენტმა კონკურსში მონაწილე 19-ვე კანდიდატს მოუსმინა, კონსულტაციების შემდეგ კი ეს რიცხვი 8-მდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები