რატი ბრეგაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამშრომელს, რომ მთელი ეს სისტემა შეკრული არის ერთ დიდ ჯაჭვად, რომელშიც თითოეული რგოლი ძალიან კარგად ასრულებს საკუთარ მოვალეობას

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თითოეულ თანამშრომელს 24-საათიანი სამუშაო რეჟიმისა და პირნათლად შესრულებული მოვალეობისთვის, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა თითოეული იმის მიღწევა, რაზედაც დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში იყო საუბარი.

„ეს არის ძალიან დიდი სისტემა, რომელშიც ყველა ადამიანი ასრულებს საკუთარ როლს, და მე ძალიან მოხარული ვარ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამშრომელს, რომ მთელი ეს სისტემა შეკრული არის ერთ დიდ ჯაჭვად, რომელშიც თითოეული რგოლი ძალიან კარგად ასრულებს საკუთარ მოვალეობას. მინდა, ყველა ჩემს თანამშრომელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მუდმივი მხარდაჭერისთვის და 24-საათიანი სამუშაო რეჟიმისთვის, განუხრელად შესრულებული მოვალეობისთვის, რომელსაც ისინი ესოდენ ღირსეულად და პატიოსნად ემსახურებიან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები