არჩილ თალაკვაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“:  იმ საკითხზე, სადაც იმუქრებოდნენ, რომ ქარიშხალს მოგვიწყობდნენ, სიოც კი არ ქრის დღეს დარბაზში

საკითხზე, სადაც იმუქრებოდნენ, რომ ქარიშხალს მოგვიწყობდნენ, სიოც კი არ ქრის დღეს დარბაზში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

მისი თქმით, ოპოზიციას პოლიტიკური დებატების შეეშინდა.

„დარბაზში ვერ ვხედავთ სად არის მთავარი ოპოზიცია. უკვე მერამდენე სხდომაა, არც ეკონომიკა, არც განათლება, არც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, არც ევროინტეგრაცია და ახლა უკვე არც იუსტიციის სისტემა ე.წ. მთავარ ოპოზიციას არ აინტერესებს. სინამდვილეში მათ შეეშინდათ პოლიტიკური დებატების და ზუსტად იმ საკითხზე, სადაც იმუქრებოდნენ, რომ ქარიშხალს მოგვიწყობდნენ, არსად ჩანან და ხედავთ რომ არათუ ქარიშხალი არამედ, სიოც კი არ ქრის აქეთ მიმართულებით დღეს დარბაზში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს დარბაზში შემოსვლისა და დებატებში ჩართვისკენ მოუწოდა.

„პარლამენტში პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დებატებია და როდესაც დებატებს გაურბიხარ და ემალები, რაღა მთავარ ოპოზიციაზე უნდა გქონდეთ პრეტენზია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები