მამუკა მდინარაძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ჰააგაში დამთავრდა გამოძიება და ქართულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა რუსეთზე

დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ჰააგაში დამთავრდა გამოძიება და ქართულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა რუსეთზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მდინარაძის თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი და ვალია ქართულმა სახელმწიფომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მოიპოვოს ისეთი გამარჯვებები, როგორც დღეს ჰააგაში.

მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპის დასრულებას. ამჯერად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განცხადება საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა.

„გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურებს, იმისთვის რა შედეგი დაიდო დღეს. არაფრით არ უნდა დავაკნინოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობა, იმასთან დაკავშირებით რა შედეგიც მიიღო ქართულმა სახელმწიფომ. მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – ჩვენი მთავარი საზრუნავი და ვალია ქართულმა სახელმწიფომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მოიპოვოს ისეთი გამარჯვებები, როგორც დღეს ჰააგაში. დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ჰააგაში დამთავრდა გამოძიება და ქართულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა რუსეთზე, სტრასბურგის შემდეგ. ეს იმ უწყებების დიდი შრომის შედეგად არის მიღწეული, რომლებსაც ამის გამო მადლობა გადავუხადე. თუმცა, ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე – რა გააკეთა წინა ხელისუფლებამ, იმისთვის რომ ეს შედეგი არ მიღწეულიყო. გვესმის ბრალდებები ყველაფერ რუსულთან დაკავშირებით – ცდილობენ, „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ ის, რაც მათ ფაქტების სახით უდასტურდებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები