არმაზ ახვლედიანი: საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ, სადაც შურისძიებას შეცვლის თანამშრომლობა

პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს, კოლეგებს პოლიტიკური რევანშიზმის დასრულებისკენ და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისკენ მოუწოდა.

„არ შეიძლება ადამიანები რევანშის და სისხლის აღების ტრადიციაში ვცხოვრობდეთ. ეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს! ვილაპარაკოთ დღევანდელზე და დღეს იუსტიციის მინისტრი უნდა გვეუბნებოდეს იმას, რომ ის როგორც იურისტი, სახელმწიფო მოხელე ახერხებს თუ ვერა დაიცვას პატიმრის უფლება. და როცა თქვენ, ბატონო მინისტრო, ვერ ახერხებთ და სისტემა ვერ ახერხებს დაიცვას მესამე პრეზიდენტის უფლება, მაშინ ყველაფერი ცხადზე ცხადია.

მე არ დაგიმალავთ და ძალიან მეუხერხულება, რომ დღეს თქვენ ამ ტრიბუნიდან საუბრობდით როგორც იუსტიციის მინისტრი და ფაქტობრივად, არ გქონდათ გააზრებული მთავარი, რომ კანონის უზენაესობა კი არ არის სინამდვილეში მთავარი, არამედ სამართლის უზენაესობაა. საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ, სადაც შურისძიებას შეცვლის თანამშრომლობა. მინდა იმედი მქონდეს, რომ ჩვენ მაინც შეგვრჩება საღი აზრი, რომ წერტილი დავსვათ და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამას, მაშინ ძალიან სავალალო იქნება, მაგრამ წერტილს ჩვენს ნაცვლად, სხვები დასვამენ და ეს შეიძლება გაცილებით მძიმე აღმოჩნდეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები