„დაპირება, რომ გადავდგამდით ნაბიჯებს დიასპორისათვის, შესრულებულია“ – რატი ბრეგაძე
შარშან პარლამენტში ვიყავი მოსული, გავეცი პირობა, რომ აუცილებლად გადავდგამდი ნაბიჯებს დიასპორის მიმართულებით. ეს პირობაც შესრულებულია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წელს მოხდა პასპორტების, ასევე პირადობის მოწმობების და საერთოდ ყველა სერვისის საფასურის გათანაბრება დიასპორისთვის.
„თუ ადრე დიასპორის წარმომადგენლებისთვის პასპორტი ღირდა სამჯერ ძვირი, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე ანალოგიურ მომსახურებას იღებს ერთი და იმავე ფასად. ვფიქრობ, ეს არის პროექტი, რომელიც დიასპორას ნამდვილად გამოადგება და მოხარული ვარ, რომ დიასპორა ამ გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი იყო. შარშან პარლამენტში ვიყავი მოსული, გავეცი პირობა, რომ აუცილებლად გადავდგამდი ნაბიჯებს დიასპორის მიმართულებით. ეს პირობაც შესრულებულია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
2022 წლის 1-ელი მაისიდან მნიშვნელოვნად შემცირდა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად დაწესებული საზღაური.