CNN: FIFA-მ ზელენსკის თხოვნაზე, ჩემპიონატის ფინალური თამაშის დაწყებამდე მიემართა მსოფლიოსთვის, უარი უთხრა

FIFA-მ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნაზე უარი თქვა. უკრაინის ლიდერს სურდა, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე, მსოფლიოსადმი მიმართვა გაეკეთებინა.

ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შესთავაზა არგენტინა-საფრანგეთის მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებისადმი ზელენსკის მიმართვა.

თუმცა, წყარო აღნიშნავს, რომ უკრაინასა და ორგანიზაციას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა სახით პირდაპირ ეთერში უნდა მომხდარიყო ზელენსკის ჩართვა, თუ მიმართვის ჩანაწერის ტრანსლირება.

“ჩვენ გვეგონა, რომ ,,ფიფას,, სურდა, თავისი პლატფორმა სასიკეთოდ გამოეყენებინა”, – ამბობს წყარო.

ცნობისთვის, მანამდე, ზელენსკიმ ისაუბრა 2022 წლის კანის კინოფესტივალის გახსნასა და “გრემის” ყოველწლიურ 64-ე დაჯილდოებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები