უკრაინაში, ენერგოსისტემის 50%-ის დაზიანების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

„უკრენერგომ“, ოკუპანტების მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი მასშტაბური იერიშის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

აღნიშნულია, რომ ასეთი რეჟიმი იმ დროს შემოიღება, როდესაც კომპანიას არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ელექტროენერგიით მომხმარებელთა, სულ მცირე, 50% უზრუნველყოს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დღევანდელმა იერიშმა სისტემური ავარია გამოიწვია, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის საკმარისი ენერგიის გამომუშავებას ან განაწილებას.

“დაზიანებულია თბოელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, მთავარი ელექტრო ქვესადგურები”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები