დავით ნარმანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებს ესტუმრა

თბილისის მერი დავით ნარმანია ურეკში თბილისის მერიის საკურორტო–სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებლად მყოფ მოზარდებს ესტუმრა და მათ საჩუქრები გადასცა.
მოზარდთა გამაჯანსაღებელი პროგრამის გარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 წლამდე ასაკის მოზარდები და მათი თანმხლები პირები ორკვირიანი საგზურებით სარგებლობენ. პროგრამა მთისა და ზღვის კურორტებზე (ბაკურიანი, ურეკი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციასა და მათ რესოციალიზაციას ისახავს მიზნად.
თითოეული ბენეფიციარი და მისი გამყოლი პირი დასასვენებელ კომპლექსში კომფორტული და შესაძლებლობებზე ადაპტირებული ნომრებით, სამჯერადი სრულფასოვანი კვებით, პირველადი უფასო სამედიცინო დახმარებით, უფასო სამკურნალო მასაჟებითა და ფიზიოთერაპიის კურსით არიან უზრუნველყოფილნი.
პროგრამით სარგებლობენ როგორც თბილისში რეგისტრირებული 20 წლამდე ასაკის შშმ პირები, ასევე ის მოზარდები, რომლებიც დედაქალაქში რეგისტრირებული არ არიან, მაგრამ განთავსებული არიან ბავშვთა სპეციალიზირებული ცენტრებში ან სწავლობენ თბილისის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში.
საკურორტო–სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წელს ურეკში უკვე 631-მა ბენეფიციარმა (შშმ მოზარდები და გამყოლები) დაისვენა.
პროექტი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და სულ მის ფარგლებში ზღვისა და მთის კურორტებზე 1 550 ადამიანი დაისვენებს.

2

3

4

6

7

8

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები