„მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა” – რატი ბრეგაძე

„მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, შეიქმნა 1000-მდე სამუშაო ადგილი, რომელიც მეტწილად ახალგაზრდებმა დაიკავეს და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო ახალგაზრდების დასაქმებაში”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში გამართული ,,მინისტრის საათის,, ფარგლებში.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკით ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. რეფორმის დასრულების შემდეგ ქვეყანას ექნება სრულად რეგისტრირებული მიწის ფონდი და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მოქალაქის საკუთრების უფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები