მაჭავარიანი პატიმრის გარდაცვალებას, ციხეებში მაყურებელთა ინსტიტუტის გაძლიერებას უკავშირებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი რუსთავის N 6 სასჯელაღსრულებაში პატიმრის გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც უმცირესობის წევრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ფაქტი, ციხეებში მაყურებელთა ინსტიტუტის გაძლიერებას უკავშირდება.
“ციხეში მაყურებლობის ინსტიტუტი მძლავრობს და იქ არსებულ სიტუაციას რეალურად მაყურებლის ინსტიტუტი მართავს. სწორედ ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, რომ ციხეში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი, რადგან ამ ხელისუფლებას არა აქვს ადექვატური პასუხები ასეთი ტიპის დანაშაულზე”, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის N 6 საპატიმროში თანასაკნელებმა საპირფარეშოში წუხელ გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი პატიმარი თანასაკნელებმა საპირფარეშოში წუხელ გვიან ღამით ნახეს.
“საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დამატებითი ინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს”, – აცხადებენ სამინისტროში.
აღენიშნება თუ არა გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები, ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები