ბრეგაძე – “ნაცმოძრაობის” დეპუტატებს: დასხედით, დასხედით, ხუთიანიც ვერ მიიღეთ ხომ ხედავთ, ორიანს ვეცდები, ორიანს

დასხედით, დასხედით, ხუთიანიც ვერ მიიღეთ ხომ ხედავთ, ორიანს ვეცდები, ორიანს, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მას შემდეგ, რაც მათ სხდომათა დარბაზში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და ბანერები გამოფინეს.

„მინდა, ქართველ ხალხს ბოდიში მოვუხადო, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ იმას, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან. აქ ჩვენ ვიხილეთ ცილისწამება. როცა ადამიანს აბრალებთ, რომ ის არის მკვლელი, შევახსენებ ამ ოროსნებს, რომ მის წინააღმდეგ უნდა იყოს დამდგარი კანონიერი განაჩენი სასამართლოს მიერ და შესაბამისად, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეიძლება უწოდო მკვლელი. თუმცა, მსგავსი ტიპის ცილისწამებებს, რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ. აქვე, სამწუხაროდ, არ ჩანს, მედია დააფიქსირებდა, კონკრეტულად ოჯახის წევრებსა და მცირეწლოვან ბავშვებზე საუბარს მათ მიერ, რაც დაუშვებელია და იმ მარაზმზე მეტყველებს, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს და კიდევ ერთხელ აჩვენებს თავიანთ დაუნდობელ სახეს. ნათლად აჩვენებს იმას, რომ ისინი მართლაც არავის დაინდობენ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. სხდომა ხმაურით დაიწყო. „ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატებმა სასესიო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები