მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს საქართველოში შეკერილი ფორმები აცვია
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს საქართველოში შეკერილი ფორმები აცვია.
“აწარმოე საქართველოს” ინფორმაციით, “აჭარა ტექსტილის” ბენეფიციარებმა საფრანგეთისთვის 150 000 წყვილი ფორმა შეკერა.
ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართულ საწარმოში შეკერილი ფორმებით ითამაშეს ხორვატიამ, ავსტრიამ, ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ურუგვაიმ, ახალმა ზელანდიამ, კამერუნმა, სენეგალმა, მაროკომ, ტუნისმა, გვინეამ, ბაჰამის კუნძულებმა და საუდის არაბეთმა.
ცნობისთვის, „აჭარა ტექსტილი” სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს და ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა „ნაიკი”, „პუმა”, „ლოტო”, „ენიმა. კომპანიაში 3000 ადამიანია დასაქმებული.