კრივოი როგში ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, ნანგრევებში ხალხია – მაშველებმა ბავშვის ამოყვანა შეძლეს

რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.

როგორც სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ტიმოშენკომ დაწერა, ქალაქში იერიშის შედეგად, დაინგრა სახლები.

მისი თქმით, სახლის ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იმყოფებოდეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ცოტა ხნის კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანგრეული სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა პატარა გოგონა ამოიყვანეს.

როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები