ელისო ბოლქვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს, ქრისტოფერ ანდერსონს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს, ქრისტოფერ ანდერსონს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ პროგრამებზე იმსჯელეს.

„განვიხილეთ კულტურის მიმართულებით სხვადასხვა საკითხი და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესაძლებლობები. ამერიკის საელჩოს აქვს ძალიან ბევრი კულტურული პროგრამა საქართველოსთან მიმართებით და ვისაუბრეთ ერთობლივ პროგრამებზე, ასევე, საგრანტო პროგრამებზე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები