ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის დღევანდელ იერიშს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დაღუპულია 22 წლის ექიმი და 70 წლის მამაკაცი.
რაც შეეხება იერიშის შედეგებს, ქალაქი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
როგორც ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ენერგეტიკოსები სამუშაოებს პირველივე შესაძლებლობისთანავე შეუდგებიან.