უკრაინის მხარდასაჭერად საკოორდინაციო პლატფორმა შეიქმნება

საფრანგეთში შეიქმნება პლატფორმა, რომელიც ზამთრის პერიოდში უკრაინის დახმარებას გაუწევს კოორდინაციას.

ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეტრინ კოლონამ განაცხადა.

“ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ჩვენი რეაგირების შესაძლებლობებს, დამატებით დავზოგავთ 12 მილიონ ევროს შესაძლო მომავალ გარემოებებზე რეაგირებისთვის. ბევრი ქვეყანა და ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას ამ საკოორდინაციო მექანიზმში, არამხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები“, – განაცხადა კოლონამ პარიზში უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, კოორდინაციაში ცენტრალური როლი ევროკომისიას ექნება.

“კონფერენციის მიზანი იყო ასევე მეგობრების წრის გაფართოებაც. პარტნიორებს შორის გვყავდა ინდოეთი, კატარი, ინდონეზია, კამბოჯა”, – განაცხადა კოლონამ.

პარიზში გამართული დღევანდელი კონფერენციის შედეგად, უკრაინის პარტნიორი ქვეყნები კიევს 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევენ. ინფორმაცია უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები