შსს-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს. აქციაში მონაწილეობდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს პირადი შემადგენლობა.
აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
სისხლის უანგარო დონორობის აქციაში სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მომვალშიც შეიტანენ თავიანთ წვლილს.