დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებაზე იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებულ შტატების საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და მისი მეუღლის ევან რაიანის სახელით, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე იმყოფებოდა.

ელჩი სახელმწიფო მდივანს და მის მეუღლეს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და მისი მეუღლის, ევან რაიანის სახელით, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე გახლდით. მადლობა სახელმწიფო მდივანს და მის მეუღლეს მასპინძლობისთვის“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები