განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი განიხილა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, დოკუმენტი კომიტეტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება ანაცვლებს დღეს მოქმედ 1993 წლის შეთანხმებას და მისი მიზანია საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება. ხათუნა თოთლაძის თქმით, შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა.

„მხარეები აღიარებენ, რომ ისინი მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს ერთმანეთის ტერიტორიაზე არსებულ საგანმანთლებლო დაწესებულებებში, კვლევით ინსტიტუტებში, აკადემიურ და სამეცნიერო ორგანიზაციებში, პროფესიული განათლების და ზრდასრულთა შემდგომი განათლების დაწესებულებებში ურთიერთანამშრომლობის ტენდენციების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას”, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში ურთიერთანამშრომლობა მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. „რაც უფრო მეტ ორმხრივ შესაძლებლობებს შევქმნით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, განსაკურებით წამყვან ქვეყნებთან, როგორიც არის გერმანია და მოხდება ორმხირივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ბუნებრივია, მოგებული დარჩება საქართველო და ქართული განათლება, ამიტომ ცალსახად მხარს ვუჭერთ და მივესალმებით”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა. კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები