რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ ქვეყანა უკრაინის მხრიდან დარტყმებისთვის უნდა მოემზადოს
ენგელსსა და რიაზანის სტრატეგიული ავიაციის აეროდრომებზე განხორციელებული იერიშის შემდეგ, რუსეთის მთელს ტერიტორიაზეა მოსალოდნელი უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები.
ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ანდრეი გურულევმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, დაარტყან ჩვენს ბაზებს, ჯარების კონცენტრაციის ადგილებს, მატერიალური რესურსების კონცენტრაციის ადგილებს. ჩვენ ვხედავთ, როდესაც ისინი დარტყმებს HIMARS-ებიდან ახორციელებენ. ჩვენებმა დათვალეს, რომ მათი დაფარვის ზონა არა 70 კილომეტრია, არამედ უკვე – 145. მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს. ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად: ადრე თუ გვიან მათ ყველაფერს მიაწვდიან – ნებისმიერი მანძილის იარაღს, ტანკებს, ავიაციას, ეს უნდა გავთვალოთ და მოვემზადოთ”, – თქვა გურულევმა.