შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“

“პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელში არ არის, პრობლემა არის თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ პარტია შიდა პრობლემებს არ მოაგვარებს, მოსახლეობა ყოველთვის უარს ეტყვის.

„სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება, რომელიც ძალადობას, დეზინფორმაციას, ტყუილს, შუღლს, ზიზღს ეფუძნება, სანამ ეს ორგანიზაცია ამ ყველაფერს არ მოიცილებს, მანამდე მნიშვნელობა არ აქვს – ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი, მანამდე მას ყოველთვის საქართველოს მოსახლეობა უარს ეტყვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები