სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფელ მუხრანში 17 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარის, წყალსადენის ქსელის, საქლორატოროსა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მიმდინარე პროექტი 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, სოფელ მუხრანის 6300-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები