“ლეიბორისტული პარტიის” წევრი ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ოზურგეთში “ლეიბორისტული პარტიის” საკრებულოს წევრ ნათია შარაშენიძეს 14 აგვისტოს საცხოვრებელი ბინის 80 პროცენტი დაეწვა. ამის შესახებ განცხადება “ლეიბორისტულ პარტიაში” გააკეთეს. პაატა ჩოხელის განცხადებით, ბოლო პერიოდში ნათია შარაშენიძე ხელისუფლების კრიტიკით იყო დაკავებული, ამიტომ პარტიის წევრები ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.
„წინა კვირას საკმაოდ მწვავე განცხადებებით გამოვდიოდი არსებული ხელისუფლების მიმართ, ვამხილე ისინი ერთპიროვნულებაში, იყო დაჭერებთან დაკავშირებით გარკვეული ზარები და ამ ყველაფერს დაგვირგვინება მოჰყვა, ის რომ, ის ბინა დაიწვა სადაც მე ვარ რეგისტრირებული“ – განაცხადა ნათია შარაშენიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ლეიბორისტული პარტიის” წევრი შსს-ს ობიექტური გამოძიების მოთხოვნით მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები