განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურს იწყებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსის მომდევნო ეტაპს იწყებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე იქნება განთავსებული.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ.
ამასთან, არ არის შეზღუდული ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა. 20 აგვისტოს მონიშნული სკოლები (ერთი, ორი ან სამი კონკურსანტის სურვილის მიხედვით) იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა.
დირექტორობის კანდიდატებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ განაცხადის შევსების წესს, რომელიც თან ახლავს სააპლიკაციო ფორმას. ასევე, კანდიდატებმა სრულად უნდა ატვირთონ ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათი, სამოტივაციო წერილი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 21 აგვისტოდან ეტაპობრივად გამოაქვეყნებს გასაუბრების განრიგს ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები