The New York Times-ის ჟურნალისტები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ
The New York Times-ის ჟურნალისტები და რედაქტორები ერთი დღით გაიფიცნენ.
პროფკავშირის წევრი 1 100-ზე მეტი ჟურნალისტი ხელფასების 10%-ით გაზრდასა და სხვა პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
„გაზეთის ხელმძღვანელობის წინადადება ხელფასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეკონომიკურ სიტუაციას და არ ითვალისწინებს, როგორც ინფლაციას, ასევე აშშ-ში ხელფასის ზრდის საშუალო მაჩვენებელს“, – აცხადებენ პროფკავშირში.
პროფკავშირების წევრ ჟურნალისტებსა და გამოცემის რედაქციას შორის მოლაპარაკება 2021 წლის მარტიდან გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.