რეცეპტის ფორმის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პირველადი ჯანდაცვისა და სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგნლებს შეხვდა.
ხანგძლივი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,სადაც მინისტრმა ექიმების მიერ დასმულ თითოეულ შეკითხვას რეცეპტის წარმოებასთან დაკავშირებით პირადად უპასუხა.
ასევე დავით სერგეენკომ გამოთქვა სრული მზადყოფნა თანამშრომლობისათვის, რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ექიმებისათვის იფუნქციონირებს სემინარების ოთახი, სადაც ნებისმიერ ექიმს დაინტერესების შემთხვევაში შეეძლება მოვიდეს და რეცეპტთან დაკავშირებით,მისთვის საინტერესო ან პრობლემატურ საკითხზე ამომწურავი პასუხი მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები