სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ფერმერებმა 35,7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს
პრემიერმინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 35,752,914 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს.
პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზია იყო ჩართული, სადაც ფერმერებს აგროქულის განაღდება და საქონლის შეძენა მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე შეეძლოთ.