გოგა ხაინდრავა: რატომ აიგივებთ გადაგვარებულ, რევანშით შეპყრობილ სექტანტებს ქართველ ერთან, ქალბატონო პრეზიდენტო?
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ,,ტვიტერის,, საკუთარ გვერდზე მიმართავს პოლონეთში, ქალაქ ოსვენციმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სალომე ზურაბიშვილს.
“ჩვენ არ ვართ მხოლოდ ის, რაც დღეს ჩანს – ერთმანეთის მოძულე ერი” სად ჩანს ეს, ოსვენციმში? რატომ აიგივებთ გადაგვარებულ, რევანშით შეპყრობილ სექტანტებს ქართველ ერთან, ქალბატონო პრეზიდენტო? სხვა არაფერი მოგაგონდათ ჩვენს ერზე იქ მყოფს, მხოლოდ სიძულვილი?”, – წერს ხაინდრავა.