გიული ალასანია – სააკაშვილზე: გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს რეანიმაციაში გადაჰყავთ, ეს იყო მცდარი ინფორმაცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი თითქოს რეანიმაციაში გადაჰყავთ, სიცრუეს უწოდებს.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს რეანიმაციაში გადაჰყავთ, ეს იყო მცდარი ინფორმაცია. რაც შეეხება მის წაქცევას, რამდენიმე დროს წინ მართლაც ჰქონდა ჩალურჯება. ადგომა ნამდვილად უჭირს. რაც შეეხება მის კვებას, ის კი არა, რომ უარს ამბობს – ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს”, – აცხადებს გიული ალასანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები