“მკვლელები” – სოფიაში ტაძართან, სადაც რუსეთის ელჩი და სასულიერო პირი იმყოფებიან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

სოფიას ცენტრში, ტაძართან, სადაც ამ წუთებში რუსეთის ელჩი, ელეონორა მიტროფანოვა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი, მიტროპოლიტი ანტონი ვოლოკოლამსკი იმყოფებიან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ამის შესახებ ტელეკომპანია Nova იტყობინება.

შეკრებილები სკანდირებენ – “მკვლელები” და “ეს არ არის მოსკოვი”.

„ვაპროტესტებთ. ომის დროს ეს არის უდიდესი თავხედობა, აქ, ევროკავშირის და ნატოს ქვეყნის ტერიტორიაზე, ოკუპანტის მხრიდან გამარჯვებისთვის წირვა ჩაატარო. გაუგონარი ამბავია და ვაპროტესტებთ”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გეორგი ივანოვმა.

ტაძართან პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები