სტამბოლში ტრამვაის და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ტრამვაი ავტობუსს გადასასვლელთან შეეჯახა, რის შედეგადაც ავტობუსი ორად გაიყო.
ქალაქის მერის თქმით, ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია და საჭირო დახმარებას იღებს.
ავარიის შემდეგ, რამდენიმე გაჩერებას შორის ტრამვაის გადაადგილება შეჩერდა.