მეუფე იაკობი: ომის თვალსაზრისით, საქართველოში ბევრად მშვიდად ვარ, ვიდრე ევროპაში 

“სადამდე გაგრძელდება ეს ომი? ალბათ, აღარც რუსეთს შეეკითხებიან და აღარც უკრაინას. იმდენი ხანი გაგრძელდება რომ რუსეთი დაუძლურდეს, ეკონომიკურად უძლურებაში წავიდეს”,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მშვიდობისთვის ლოცვა.

“დღეს არის ომი უკრაინაში. მშვიდობისათვის უნდა ვილოცოთ. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არიან მხარეები მშვიდობისთვის მოწოდებულნი?! რომელიმეს უნდა ომში დამარცხება? ჩვენ გვინდა მშვიდობა და სამართლიანობა…

ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა, ახლაც რაღაც პროგრამაზე ვიყავი წასული აშშ-ში და მინდა გითხრათ, აშშ-ში ომი საერთოდ არ იგრძნობა. ევროპაშიც რამდენჯერმე ვიყავი წელს და მინდა გითხრათ, საქართველოში ბევრად მშვიდად ვარ ომის თვალსაზრისით, ვიდრე ევროპაში.

ევროპაში ხომ ყველაფერი დალაგებულია, ევროპამ ხომ თვითონ გააკეთა ისე, თავისი რევერანსებით, თავისი ფლირტით, რომ მივიღეთ ეს ომი, ეს საშინელი ომი… ფულს რატომ იხდიან, იარაღს რატომ აწვდიან, იმიტომ რომ ომი არ გადავიდეს იქით”,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები