3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დუშეთის და მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატებს ესტუმრნენ და ბენეფიციარებს მათი უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შშმ პირთა მიმართ საზოგადოების მიმღებლობის გაზრდა და ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულია, პატივი სცეს შშმ პირების სპეციფიკურ საჭიროებებს და უზრუნველყოს შესაბამისი გარემო, რათა მათ, სხვებთან თანასწორ პირობებში, შეძლონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება.

„ჩვენი სტუმრობითა და საჩუქრებით დღევანდელი დღე გავულამაზეთ დუშეთისა და მარტყოფის პანსიონატებში მცხოვრებ ადამიანებს, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და ზრუნვა, ოჯახთან მიახლოებული გარემოს შექმნა, ყურადღება და სითბო,“- განაცხადეს სააგენტოს წარმომადგენლებმა.

კერძო სექტორი მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფოსთან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. გვერდში დგომის ნათელი მაგალითია დღევანდელი პარტნიორობაც. ფარმაცევტულმა კომპანია „ფარმადეპო“-მ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინდივიდუალური საჩუქრებისთვის, თავის მოვლის საშუალებები გადასცა.

დღეისათვის სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია სამი შშმ პირთა პანსიონატი: დუშეთში, მარტყოფსა და ძევრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები