საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში უნდა მოვიდეს პასუხი ვენეციის კომისიისგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პაპუაშვილის განმარტებით, ომბუდსმენისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
“რაც შეეხება მართლმსაჯულების შესახებ საკითხებს და დეოლიგარქიზაციას, ვნახოთ – რამდენად სწრაფად იქნება პასუხი და როგორც კი იქნება, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. გარდა ამისა, იცით, რომ არის ორი საკითხი – ომბუდსმენის არჩევა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, აქ დამოკიდებულები ვართ ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე იმისთვის, რომ შესაბამისი უმრავლესობა შეიკრიბოს კანდიდატების გარშემო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.