ნიკო კვარაცხელიას დედა: ვიბრძვი იმისთვის, რომ სხვა ახალგაზრდები გადარჩნენ
“ყოველდღე, პროცესის წინ და, ზოგადად, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს ვნახულობ”, – ამის შესახებ მოკლული პროგრამისტის, ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნიკო კვარაცხელია მოკლეს იმიტომ, რომ ის იყო ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა.
“მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა მეფეც და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო, მოუწოდა ვიღაცას, ვინც მუშაობს პარლამენტში, მოუწოდა ახალგაზრდას, რომელსაც დატოვებული აქვს ქვეყანა და არის სადღაც – თუ არ მიშველით და არ დამიხსნით აქედან, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო.
ყოველდღე, პროცესის წინ და, ზოგადადაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს ვნახულობ.
აქ არ არის მარტო ნიკოზე საუბარი. ვიბრძვი იმისთვის, რომ დავუმტკიცო საზოგადოებას, რომ ნიკო კვარაცხელია მოკლეს იმისთვის, რომ იყო წარმატებული და ნიჭიერი. ვიბრძვი იმისთვის, რომ სხვა ახალგაზრდები გადარჩნენ”, – განაცხადა ნიკო კვარაცხელიას დედამ.