ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პროკურატურის, მთავრობის, შსს სამინისტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საკითხი უკავშირდება არასრულწლოვანთა დაცვის მაღალი სტანდარტების შემოღებას.
„შეხვედრა გაიმართა დაინტერესებული უწყებებისა და შესაბამისი რელევანტური სახელმწიფო დაწესებულებების ჩართულობით, რომელიც უკავშირდება ჩვენი კომიტეტის მიერ განსახილველ ერთ-ერთ კანონპროექტს – მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა უფრო მაღალი სტანდარტის დაცვის ინიციატივას. უფასო იურიდიულ დახმარებაზე წვდომის გაზრდის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ”, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები