„გადავეჩვიეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ“

  ჩვენ უბრალოდ გადავეჩვიეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
„შეიძლება სხვადასხვა აზრი ჰქონდეს პრემიერს და პრეზიდენტს, აზრთა შუთანხმებლობაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის ის, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს ჩრდილს აყენებს. ჩვენ უბრალოდ გადავეჩვიეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ. გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა დოკუმენტებს, უნდა მოხსნილიყო ამ ხნის განმავლობაში იმისათვის, რომ გამოძიება ნორმალურად წავიდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა პრემიერის იმ განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სდსს-ს დოკუმენტებსთვის გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნას ერთი თვე არ უნდა დასჭირვებოდა. აღნიშნულზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გრიფი „საიდუმლო“ დოკუმენტებს მაშინ მოხსნა, როცა საჭიროდ ჩათვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები