უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ბიზნესმენს, ილონ მასკს უკრაინაში ჩასვლა შესთავაზა, რათა თავად იხილოს ომი.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ასეთი ვიზიტი მასკს კონფლიქტის უკეთ გაგებაში დაეხმარება.
„თუ გსურთ გაიგოთ რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალებით ნახავთ. ამის შემდეგ მოგვიყვებით როგორ დავამთავროთ ეს ომი, ვინ დაიწყო იგი და როდის შეგვეძლება მისი დასრულება“, – განაცხადა ზელენსკიმ DealBook-ის გამოცემის სამიტზე ვიდეომიმართვით გამოსვლისას.